მოძებნე კანონი

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
 
7 8 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

პასპორტების, პირადობის მოწმობების გასაცემად, 9 მარტიდან, მხოლოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში გადაღებული ფოტოსურათები მიიღება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქებმა, რომელთაც პასპორტების, პირადობის მოწმობების მიღება სურთ, უნდა წარმოადგინონ, მხოლოდ  ICAO (International Civil Aviation Organization) სტანდარტის შესაბამისი ბიომეტრიული ფოტოსურათი, რომლის გადაღებაც უკვე სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში გახდა შესაძლებელი.

09 მარტი 2010
 

"ჯანმრთელი თაობა" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც მცხეთის საჯარო სკოლების მე-7 კლასელებმა დადგეს. მოსწავლეებმა მათთვის აქტუალურ თემებზე სპექტაკლის იდეა საქართველოს პროკურატურის მხარდაჭერითა და ორგანიზებით განახორციელეს. სპექტაკლი ნარკოდანაშაულის და ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, სცენაზე მოზარდებმა მათი თაობისთვის პრობლემური საკითხები წამოჭრეს.2010 წლის 6 მარტს მცხეთის რაიონის მოსწავლეებმა სპექტაკლი მუსიკისა და დრამის თეატრში ითამაშეს. ღონისძიება პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში მოეწყო და მას მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელები დაესწრნენ.

06 მარტი 2010
 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გამოაცხადა ნახატების კონკურსი თემაზე: "ახალგაზრდობა უდანაკარგოდ". კონკურსი პირველ ეტაპზე თბილისის საჯარო სკოლებში გამოცხადდა. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ 2010 წლის 5 მარტს, თბილისის N 10 საჯარო სკოლაში პირადად გააცნეს მოსწავლეებს კონკურსის მიზნები და პირობები.

05 მარტი 2010
 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატას იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მის ტერიტორიულ ორგანოებში დაცული სანოტარო დოკუმენტაცია გადასცა. დოკუმენტაციის რაოდენობა 200 474 სანოტარო საქმეს შეადგენს. მათგან ყველაზე ძველი სანოტარო აქტი 1868 წლით არის დათარიღებული.გადაცემული მასალიდან მემკვიდრეობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ანდერძები აისახება ელექტრონულ ბაზაში. ნოტარიუსთა პალატში დაწყებულია პალატის სანოტარო არქივში განთავსებული მემკვიდრეობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ანდერძის თაობაზე არსებული მონაცემების ელექტრონულ ბაზაში აღრიცხვის პროცესი.

04 მარტი 2010
 

პირადობის მოწმობაში, პასპორტში და სხვა დოკუმენტებში  ყალბი საიდენტიფიკაციო მონაცემებით გაცემული დოკუმენტების შესწორებისთვის დადგენილი 150 ლარიანი საფასური გაუქმდა. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება არის სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისთვის შეღავათი, იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეს ადამიანს საკუთარი ყალბი მონაცემების დროულად გასწორებისთვის.

 

04 მარტი 2010
 

დედის დღესთან დაკავშირებით, 3 მარტს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ინწკირველი წმინდა ანასა და იოაკიმეს სახელობის სამშობიარო სახლს ეწვია და ახალბედა  დედებს დაბადების მოწმობები და საჩუქრები გადასცა.  იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის მონაცემების თანახმად,   ბოლო წლებში საქართველოში შობადობამ იმატა.

03 მარტი 2010
 


საქართველოს მთავარი პროკურატურა

 

სისხლის სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა

ჩვენი ახალი ოფისი

იუსტიციის სახლი ბათუმში


 

 

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს მთავრობა

Georgia Update

 

ყველა ბმული